„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები: „ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე დარიცხული საურავის და ჯარიმის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე დარიცხული საურავისა და ჯარიმის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;“. |