საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №494 2012 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1.  ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.ჩ“-„ჰ.ჰ.ჰ.უ“ ქვეპუნქტები.
2.  ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.ჰ.უ2“ ქვეპუნქტი.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჰ.ჰ.უ3“ - „ჰ.ჰ.ჰ.უ29“ ქვეპუნქტები:

„ჰ.ჰ.ჰ.უ3) სს „საქართველოს რკინიგზის“ ღია ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27დს);

ჰ.ჰ.ჰ.უ4) სს „საქართველოს რკინიგზის“ მუქი ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27დტ);

ჰ.ჰ.ჰ.უ5) სს „საქართველოს რკინიგზის“ ცარიელი ვაგონების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27სპ);

ჰ.ჰ.ჰ.უ6) სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი (გუ-29);

ჰ.ჰ.ჰ.უ7) სს „საქართველოს რკინიგზის“ საგზაო უწყისი მარშრუტზე ან ვაგონთა ჯგუფზე (გუ-29ბ);

ჰ.ჰ.ჰ.უ8) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული ქვითარი (გუ-57);

ჰ.ჰ.ჰ.უ9) სს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო პარკის ვაგონების გარბენაზე საგზაო უწყისი (მგ№12-ვგ);

ჰ.ჰ.ჰ.უ10) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბარგო ქვითარი (მგ№12-ბ);

ჰ.ჰ.ჰ.უ11) სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბარგის ქვითარი (მგ№12-ტბ);

ჰ.ჰ.ჰ.უ12) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული აქტი (კა);

ჰ.ჰ.ჰ.უ13) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 11);

ჰ.ჰ.ჰ.უ14) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო კომბინირებული დოკუმენტი (შიფრი 12);

ჰ.ჰ.ჰ.უ15) სს „საქართველოს რკინიგზის“ შეღავათიანი სამგზავრო 50% დოკუმენტი (შიფრი 21);

ჰ.ჰ.ჰ.უ16) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 301);

ჰ.ჰ.ჰ.უ17) სს „საქართველოს რკინიგზის“ ავტომატიზებული სისტემის სამგზავრო დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.უ18) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.უ19) სს „საქართველოს რკინიგზის“ მოწმობა;

ჰ.ჰ.ჰ.უ20) სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის მუყაოს სამგზავრო დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.უ21) სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის ბლანკის სამგზავრო დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.უ22) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო რკინიგზის მგზავრობის საბუთი;

ჰ.ჰ.ჰ.უ23) სს „საქართველოს რკინიგზის“ ქვითარი (გუ-57ა);

ჰ.ჰ.ჰ.უ24) სს „საქართველოს რკინიგზის“ მივლინების მოწმობა (ფორმა №12);

ჰ.ჰ.ჰ.უ25) სს „საქართველოს რკინიგზის“ გადასაგზავნი უწყისი (გუ-33);

ჰ.ჰ.ჰ.უ26) სს „საქართველოს რკინიგზის“ მცირე სიჩქარის ზედდებული (სმგს);

ჰ.ჰ.ჰ.უ27) სს „საქართველოს რკინიგზის“ საშვი (გუ-43);

ჰ.ჰ.ჰ.უ28) სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (გუ-45);

ჰ.ჰ.ჰ.უ29) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო ფორმის აქტი (გუ-23);“.

4. ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.ჰ.ფ“ და „ჰ.ჰ.ჰ.ქ“ ქვეპუნქტები.
5. დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ლ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ლ1) „შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) აქტი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



Comments