საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №473 2012 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „5. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

       6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოადგილე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 8 ნოემბრიდან. 

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

Comments