საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №470 2012 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს   შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი და მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.“.

 2. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“.

3. 45-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 7 ნოემბრიდან. 

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

Comments