საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №416 2012 წლის 28 სექტემბერი ქ . თბილისი „ გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის № 904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

მუხლი 1. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 904 ბრძანებით ( სსმ III, 30.12.2009 ., №159, მუხ .1979) დამტკიცებული გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის “ ( დანართი 1) მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის ( ST- ის ) გაანგარიშება

სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსების ჯამით:

 

ST = S U+ SCC + SM

 

სადაც,

 

S U – წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1.0-ის ოდენობით;

SCC – წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და თვითმმართ ელი ქალაქ ების თბილისის და ბათუმისათვის განისაზღვროს 3.8-ის ოდენობით;

SM – წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსს და განისაზღვროს 0.2-ის ოდენობით . “.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 28 სექტემბრიდან.

. ხეთაგური

Comments