საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №40 2013 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.თ“ ქვეპუნქტი.
2.  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჰ.ჰ.უ30“ ქვეპუნქტი:
„ჰ.ჰ.ჰ.უ30) სს „საქართველოს რკინიგზის“ ერთჯერადი სამგზავრო ტალონი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური