საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №385 2012 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.“.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე განხორციელდა აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია.“.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრად მისაბმელების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა.ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ვ.ბ) ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი), სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმები;“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი:

„ა.ზ) საქართველოს საწარმო, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის თანხმობა და რომლის დანიშნულებითაც გადაადგილდება იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტონაწილები.“.

6. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.

7. მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.“.

8. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია იმპორტის საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“.

9. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 45 კალენდარული დღით.

6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.“.

10. 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია (დანართი №VIII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი.“.

11. 47-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ავტონაწილები, რომელიც გაცხადებულია იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში“.

12. დანართი №X–01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

13. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას.“.

14. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას.“.

15. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე.“.

16. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ), სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებს და ნახევრადმისაბმელებს;“;

ბ) „ე.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)შემოსავლების სამსახურის თანხმობით, საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში ავტონაწილების შენახვისას.“.

17. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ნფორმაციის საბაჟო საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.“.

18. 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

დანართი №X–01


Comments