საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №379 2012 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო :

ა) სამმართველოს უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ა.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

ა.დ) უცხო ენის ცოდნა;

ა.ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ბ) მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

ბ.დ) უცხო ენის ცოდნა;

ბ.ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ) უფროსი სპეციალისტი:

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობისფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

გ.დ) უცხო ენის ცოდნა;

გ.ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური

Comments