საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №374 2012 წლის 3 სექტემბერი ქ. თბილისი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტის „ჰ“, „ჰ.ა“, „ჰ.ბ“, „ჰ.გ“, „ჰ.დ“, „ჰ.ე“ და „ჰ.ვ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული დაბადების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);
ჰ.ა) მამობის დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული მამობის დადგენის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);
ჰ.ბ) ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული ქორწინების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);
ჰ.გ) განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული განქორწინების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);
ჰ.დ) შვილად აყვანის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული შვილად აყვანის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);
ჰ.ე) გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული გარდაცვალების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);
ჰ.ვ) სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან.
ა . ხეთაგური
Comments