საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №333 2012 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხლი 1035) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები (გარდა ელექტრონული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7, 27-ე, 29-ე-31-ე, 43-ე და 49-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის სახეებისა) ;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 31 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე

Comments