საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №331 2012 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით ( ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი შპს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ტერიტორიამდე;“.

2. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტები:

„თ ) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს რუსთავის განყოფილება);

ი) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს თელავის განყოფილება);

კ) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს ახალციხის განყოფილება);

ლ) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3 (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება).“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან.“.

4. 46 - მუხლს მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11 . თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკებით ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას. .

5. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება ახალი საბაჟო დეკლარაცია , ამასთან, წინმსწრები დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი დეკლარაციის ნომერი და თარიღი.“ .

6. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:

ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;

ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს.“.

7. 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.“.

მუხლი 2.

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 , მე-6 და მე-7 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე

Comments