საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №323 2012 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციის 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ახალციხის ციხის“ მიერ რაბათის ციხის კომპლექსის, როგორც ისტორიული (კულტურული) ძეგლის დაცვის, კომპლექსის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს :

ვ.ა) კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ პირებზე გადაცემული ქონების მიზნობრივად გამოყენების და კომუნალური მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;

ვ.ბ) კომპლექსის ტერიტორიის მოვლა-შენახვას, დასუფთავებას, გამწვანებას;

ვ.გ) კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობების მიმდინარე რემონტს, კაპიტალურ რემონტს, რესტავრაციას;

ვ.დ) თანხებისა და სხვა საშუალებების მოზიდვას კომპლექსის გამართული მუშაობისა და განვითარებისათვის;

ვ.ე) კომპლექსის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების (რეკლამა, ბუკლეტები, ტურისტული ცნობარი და სხვ.) მოწყობას;

ვ.ვ) სხვა სახის საქმიანობას. ”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

Comments