საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №307 2012 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხიდან“ (დანართი №1) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „ჰ.მ6“, „ჰ.ჰ.ტ“, „ჰ.ჰ.უ“ და „ჰ.ჰ.ფ“ ქვეპუნქტები.

მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

Comments