საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №345 2012 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის :

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში-ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ამ წესის მე-20 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩგდ (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჩგდ-ისა) შედგება ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი, ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეზემპლარებისაგან, რომლის კოპირებადი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს .“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 - მე-12 პუნქტები:

„9. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმე ა ( დანართი №131 ), ჩგდ არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშის ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველად ი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო /პირად და დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერს (დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრის დუბლირება დაუშვებელია);

ბ) საქონლის/მომსახურების მიმღების დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, მიწოდებული საქონლის/მომსახურების შინაარსს, ღირებულებას ციფრებით და სიტყვიერად, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას;

გ) საქონლის/მომსახურების მიმწოდებელის და საქონლის/მომსახურების მიმღების ხელმოწერას და შევსების თარიღს.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული აბუღალტრო აღრიცხვის პირველად ი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების მიზნით, პირი ელექტრონული ფორმით განცხადებით (დანართი №132) მიმართავს საგადასახადო ორგანოს, რომელშიც აღინიშნება :

ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი ;

ბ) პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი ;

გ) პირის იურიდიული მისამართი ;

დ) გამოსაყენებელი ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონი;

ე) პირის ხელმოწერა და განცხადების წარდგენის თარიღი.

11. საგადასახადო ორგანო განცხადების   მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში , შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, პირს აცნობებს წარდგენილი ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველად ი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებაზე თანხმობის ან უარის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო წარმოდგენილი ნიმუშის ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს დანართი №133-ის სახით ასახავს მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში და გასცემს ცნობას აღნიშნულის შესახებ ( დანართი №13 4 ) .

12. თანხმობის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველად ი დოკუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესების აღრიცხვა განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.

2. დანართი №131-ის შემდეგ დაემატოს ,, დანართი №132“, „ დანართი №133 და ,, დანართი №134“ თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური

დანართი 132


(პირის დასახელება/სახელი და გვარი)

 


 (პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი )


(პირის იურიდიული მისამართი )

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ , კანონმდებლობით დადგენილი წესით , მომცეთ თანხმობა თანდართული ნიმუშის ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველად ი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებაზე, ამავე დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრების შემდეგი დიაპაზონით - №------ -დან №--------- -მდე.

 


(პირის ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი № 133

საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების სარეგისტრაციო მონაცემები

რიგი თი №

პირის დასახე

ლება/

სახელი

და

გვარი

პირის საიდენტი

ფიკაციო/ პირადი ნომერი

პირის

მისამართი

 

განცხა დების მიღების თარიღი

განცხა დების ნომერი

თანხმობის

შესახებ

ცნობის

გაცემის

თარიღი

თანხმობის შესახებ ცნობის

ნომერი

ჩეკთან გათანაბ რებული დოკუმენ ტების დიაპაზო

ნის საწყისი ნომერი

ჩეკთან გათანაბ რებული დოკუმენ ტების დიაპაზო

ნის ბოლო ნომერი

საგადასა ხადო ორგანოს დასახე

ლება

ცნობის

გაცემაზე პასუხის მგებელი

პირი

შენიშ ვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13













 













 













 













 













 













 













 













 













 

 

დანართი №134

საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებაზე თანხმობის შესახებ

ც ნ ო ბ ა


(საგადასახადო ორგანოს დასახელება)


(პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 


 

( პირის იურიდიული მისამართი)

 

ცნობა გაიცა მასზე, რომ ზემოაღნიშნულ პირს ეძლევა თანხმობა, გამოიყენოს წარმოდგენილი ნიმუშის საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტი, - როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონი შეადგენს ----------

 

- - დან ---------- -ის ჩათვლით.

 


(ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 




  (რიცხვი, თვე, წელი)“.

Comments