საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №293 2012 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011 წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებას, რომლის ერთობლივი შემოსავალი არ არის ნაკლები 1 000 000 ლარზე, უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტის დადასტურების გარეშე, დამატებით გამოქვითოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის არა უმეტეს 20 პროცენტი.“. 
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დ. გვინდაძე

Comments