საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №29 2013 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ, III, 31/03/2010, №33, მუხ.557) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი.

5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური