საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №287 2012 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 112. გარდამავალი დებულებები

1. 2012 წლის 1 აპრილიდან , სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას (გარდა ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) , პირი ვალდებულია გამოიყენოს ამ ინსტრუქციის 251 მუხლის შესაბამისად შევსებული №II-012 დანართის შესაბამისი სასაქონლო ზედნადები .

2. ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ჯამურად 2012 წლის იანვარი-მაისის თვეების საანგარიშო პერიოდზე წარდგენილ უნდა იქნეს 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, 2012 წლის ივნისის თვის ინფორმაციის დაზუსტებული ფორმით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

Comments