საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №271 2013 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არა უადრეს 30 კალენდარული დღისა ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.“.

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. 37-ე მუხლის:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან გასულია 30 კალენდარული დღე.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული საქონლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.“.

4. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, დეკლარაცია ჩაითვლება ძალადაკარგულად.“.  

5. 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და  საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, შესაძლებელია, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განხორციელდეს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავება და საქონლის გაშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“.

6. 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, არა უადრეს 30 კალენდარული დღისა, ან საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 94-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;“.

7. 94-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.  

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური