საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №271 2012 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №240 ბრძანებით (ვებგვერდი, 110420016, 20.04.2011) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ო“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №639 ბრძანება „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“;

პ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“;

ჟ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე;“.

2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების, საქართველოს კანონის „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ ცოდნა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების, საქართველოს კანონის „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ ცოდნა;“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სახელმწიფო სესხების სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების, საქართველოს კანონის „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

4. სპეციალისტი:

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

5. III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. სადეპოზიტო ოპერაციების სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

6. ამოღებულ იქნეს თავი IV „შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტი“.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

8. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“;

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“;

დ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

9. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.

. გვინდაძე

Comments