საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270 2012 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი;“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახელმწიფო ვალის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო.“.

3. თავი IV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

 

მუხლი 11. სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 12. სახელმწიფო ვალის სამმართველო

სახელმწიფო ვალის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით, მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შესავსებად საშინაო და საგარეო რესურსების განსაზღვრაში;

ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების და დაფარვის პროცესში მონაწილეობა;

ე) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

თ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ი) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;

კ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;

ნ) სახელმწიფო ვალის მომსახურების აღრიცხვა/ანგარიშგება;

ო) სახელმწიფო საგარეო ფინანსური რესურსებიდან გაცემული სესხების აღრიცხვა/ანგარიშგება;

პ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირები პროცესში მონაწილეობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

რ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო ვალის შესახებ.

მუხლი 13. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო

საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

ბ) საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტებით განსაზღვრული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;

გ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ფინანსთა სამინისტროს ორგანიზაციულ კოდში გასათვალისწინებელი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ე) საგარეო წყაროებიდან მიღებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტების, საინვესტიციო და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;

ვ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

თ) ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში მისაღები რესურსების მოცულობის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით;

ი) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;

ლ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.“.

4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.

დ. გვინდაძე

Comments