საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №27 2013 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის:

 

ა) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. საგადასახადო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია უფლებამოსილია, სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო  დოკუმენტების მონაცემების დადგენამდე  განახორციელოს  სმფ-ების  რაოდენობის ფაქტობრივი  მდგომარეობის  აღრიცხვა .“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სმფ-ების  სააღრიცხვო დოკუმენტების და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის (ნაშთების) შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია:

 ა) საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს დამხმარე სათავსოები, სარდაფები და ფასეულობათა შენახვის ის ადგილები, რომლებსაც ცალკე შესასვლელ-გასასვლელი აქვთ;

 ბ) შეამოწმოს ზომა-წონის საზომი ყველა ხელსაწყოს ვარგისიანობა;

 გ) მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სმფ-ების  ინვენტარიზაციის დაწყების პერიოდისათვის არსებულ მდგომარეობას. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის მიერ;

დ) საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში ;

 ე) გადაამოწმოს საწარმოში სმფ-ების  შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საინვენტარიზაციო აღრიცხვებში აღმოჩენილი შეცდომები და მათი დადასტურების შემთხვევაში გაასწოროს ისინი.”;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა და მათი რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა) შესრულების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების და სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის შედეგების გამოყვანა და შეჯამება.“.

2. 2.  29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების დღისათვის (გარდა 28-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები.“.

3. 3.30-ე მუხლის:
ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 30. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა“;

 

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სმფ-ების  რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და საწარმოში სმფ-ების  შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.“;

გ)  გ) მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სმფ -ების  რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ” (დანართი №17).“.

4. დანართი №17 და დანართი №18 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
5. 31-ე მუხლის: 
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

      ,,მუხლი 31. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გაფორმება“;

ბ) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,2. სმფ-ების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ” (დანართი №21).“;

 

გ) მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის წევრი ახორციელებს სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარებას და შედეგების გამოყვანას ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და პასუხისმგებელია მხოლოდ დანართი №21-ის და №22-ის შესაბამისი ოქმების შედგენაზე, რომელსაც ხელმოსაწერად წარუდგენს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს.“.

6.   311 მუხლის

 

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ წესის 27-ე მუხლში მითითებული საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე, გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ამ წესის 30-ე მუხლის პირველი – მე-2, მე-4 – მე-8, მე-12, მე-14 – მე-20 და 25-ე პუნქტებით საინვენტარიზაციო კომისიისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ,,შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ (დანართი №221).“;

 

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს „შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ ოქმში (დანართი №225).“.

7. დანართი №21  ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი N3-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური