საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №26 2013 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012 სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 

 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო  ერთი  რჩება საგადასახადო ორგანოს.“.

 

1. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო  ერთი  რჩება საგადასახადო ორგანოს.“.

2. ინსტრუქციას დაემატოს №XIV-01 დანართი თანდართული რედაქციით .
 


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური