საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №228 2013 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ, 172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

,,4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სსა-ის მოდელების (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) რეგისტრაციიდან მოხსნა.

 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო-სალარო აპარატები 2014 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს დაკარგულად, მიენიჭოს დაკარგულის სტატუსი და გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური