საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 2013 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქონების განკარგვის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისგან:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ფორმებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება; რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზება და განხორციელება; უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა);

ბ.ბ) განსაკარგავად გადაცემული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ელექტრონული რეესტრის წარმოება, აღნიშნული ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; პრივატიზების ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; პრივატიზების ორგანიზება და განხორციელება; განსაკარგავად გადაცემული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; პრივატიზებული, ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ამ ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა);

 ბ.გ) სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების სააგენტოს სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით რეალიზაციის/პრივატიზების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სავაჭრო ობიექტებში ქონების განაწილების/განთავსების ორგანიზება; სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ ქონებაზე ფასდაკლების განსახორციელებლად წინადადებების მომზადება; სავაჭრო ობიექტებში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; სხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტების ეფექტურ მუშაობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური