საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №186 2012 წლის 31 მაისი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 პუნქტი:

„63. ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომობილისა) გადაადგილება საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე პორტალ „ყაზბეგის“ გავლით შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანხმობით.“.

2. დანართი №I–01 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №I–01

ინფორმაცია

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ

 

1. დეკლარანტი (სახელი, გვარი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) ----------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2. ექსპორტიორი -------------------------------------------------------------------------------------

 

3. იმპორტიორი --------------------------------------------------------------------------------------

 

4. გამგზავნი ქვეყანა --------------------------------------------------------------------------------

 

5. დანიშნულების ქვეყანა --------------------------------------------------------------------------

 

6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) -------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

7. ინფორმაცია საქონლის შესახებ

 

საქონლის დასახელება

რაოდენობა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. შევსების თარიღი: „-------“ „------------------------“ „-----------“

 

9. დეკლარანტის ხელმოწერა:                  10. საგადასახადო ორგანოს

                                                                   უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

 

-----------------------------------               ------------------------------------------------

ბ.ა.                                                                                      ბ.ა.“.

(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

3. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;“;

ბ) მე-10 და 101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

101. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „გაფორმების დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.“.

4. დანართი №VI–03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №VI–03

 გაფორმების დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის

წარდგენილი დოკუმენტების შესახებ

განაცხადი

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენტის №

ფურცლების

რაოდენობა

შენიშვნა

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

 

 

 

ხელშეკრულება

 

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)

 

 

 

სატრანსპორტო ზედნადები (CMR)

 

 

 

სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი

 

 

 

კონოსამენტი

 

 

 

მანიფესტი

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

 

 

TIR-წიგნაკის ფურცელი

 

 

 

წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

საბანკო გარანტია

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

 

 

წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

ექსპერტიზის დასკვნა

 

 

 

სხვა დოკუმენტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფურცლების რაოდენობა სულ –

 

 

1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------

2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------

3. გაფორმების დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო

20 წელი ----სთ.-----წთ.

4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ------------ “.

 

5. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ.ე) დროებითი შემოტანის – ,,34“, ამასთან, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – ,,/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები:

 

კოდი

დასახელება

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

031

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება)

057

იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

333

საქონლის დაბრუნება

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი“.

 

6. 381 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია ივსება პორტალში ან გაფორმების დეპარტამენტში.

3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო პორტალის ან გაფორმების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ,,ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.“.

7. 39-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ფიზიკური პირის მიერ პორტალში ან გაფორმების დეპარტამენტში გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენით;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საქონლის შემოტანამდე სასაქონლო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლებელია, პორტალის მიერ განხორციელდეს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავება და საქონლის გაშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“.

8. 52- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო ახალი მესაკუთრის მიერ წარედგინება ახალი დეკლარაცი.“.

9. 89- მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) პირი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას (ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments