საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №183 2012 წლის 30 მაისი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ნავთობის დისტილატების დროებით შენახვისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად შენახვა) საწყობის მფლობელი უფლებამოსილია ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობის დისტილატები, თუ ეს არ გამოიწვევს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლას სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.“.
2. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს (დანართი №VIII–02), ხოლო დეკლარანტს დეკლარაციის ამობეჭდვა შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (www.rs.ge), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.
72. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.“.
3. 36-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, დეკლარაციაში შესაძლებელია მიეთითოს საქონლის ექსპერტიზის/დათვალიერების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება.
9. გამარტივებული დეკლარაცია, ხოლო ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დეკლარანტის განაცხადი, ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს. ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად − დეკლარანტისათვის, ხოლო გაფორმების საგადასახადო ორგანოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.“.
4. 371მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო, საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;“;
ბ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტების (საჭიროების შემთხვევაში – დეკლარანტთან ან მის წარმომადგენელთან არსებული ეგზემპლარების) კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხ-კოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია, დეკლარაციის შემვსების მიერ ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“.
5. დანართი №VIII–01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №VIII–02 თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 24 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დ. გვინდაძე






Comments