საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №180 2012 წლის 29 მაისი ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4-1 პუნქტი:
„4-1. ნსაფ-ის მე-10 და მე-11 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების ნსაფ-ის (სერია „აა“) გამოწერის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე

Comments