საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №167 2012 წლის 18 მაისი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
 მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 060111, 03.01.11.) დამტკიცებული ინსტრუქციის 624 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იმპორტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის შემოტანის) შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  პ. პეტრიაშვილი

Comments