საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №164 2015 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 

ვბრძანებ: მუხლი  1.  „გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  

2010  წლის  31 დეკემბრის  №996   ბრძანებით  (სსმ,  ვებგვერდი  060111;  200090000.22.033.016112,  

03.01.2011წ.)  დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები 

დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით

ტოტალიზატორის მომწყობი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 

ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული 

ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ  მე-16 და მე-40 

სტრიქონები.“.

2. 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ 

სამართლებრივ  ურთიერთობებზე

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური

წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
Comments