საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №159 2012 წლის 15 მაისი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილი ქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი                            დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთ თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება ოქროს სიის მონაწილის მიერ პერიოდული სასაქონლო დეკლარაციის გამოყენებით.“.

2. 65-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ ინსტრუქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.“.

3. 84-ე მუხლს:

ა)დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

11. „ოქროსსიის” მონაწილეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება ეძლევა, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ისარგებლოს ამ ინსტრუქციის 871 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით და კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებულ საქონელზე, როგორც ერთ პარტიაზე, წარადგინოს პერიოდული სასაქონლო დეკლარაცია, მიწოდების კალენდარული თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

12. პერიოდული სასაქონლო დეკლარაციის მიზნებისათვის, ტერმინს „სასაქონლო პარტია“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.“;

ბ) მე-3 პუნქტ იჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს სასაქონლო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.

4. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 871 მუხლი:

„მუხლი 871. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას

1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, პორტალში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.

2. პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილ საქონელზე პორტალის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „ოქროს სიის” მონაწილეს აქვს იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის, საქონლის ჩამოტვირთვისა და განკარგვის უფლება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

 

 

Comments