საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №136 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/08/2012; სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016432) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და 61 პუნქტების და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“ (დანართი №1);

ბ),,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი“ (დანართი №2);

გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა (დანართი №3).“.

2. ბრძანები დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები ჩაითვალოს ბრძანების №1 დანართად.

3. ბრძანები დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები (დანართი №1):   

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს. ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, გარდა ამ დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ქონების განკარგვის ფორმის შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ქონების პრივატიზების (მათ შორისб პრივატიზების ფორმის) და განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

2. ქონების პრივატიზების ფორმის შერჩევა შესაძლებელია მოძრავი ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე.

3. ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განკარგვის ფორმისა) რა დროსაც შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო საპრივატიზებო ღირებულება.

4. გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.“;

 გ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ) მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

) მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე.“;

) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე.“;

) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს პრივატიზებამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.“;

   ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე.“;

4. ბრძანებას დაემატოს დანართი 2 და დანართი 3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                          

 

                                                           „დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

მუხლი 2. სააგენტოს შემოსავლების წყარო და მოცულობა

1. სააგენტოსათვის გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და პრივატიზებისთვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს შემოსავლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ქონების პრივატიზების  შედეგად ამონაგები თანხა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

3. სააგენტოს ყოველკვარტალური შემოსავლების მოცულობა ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხიდან, განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით.

მუხლი 3. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების, მათ შორის იმ ოპერაციების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამონაგებ თანხას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ამტკიცებს საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობას ახალი საფინანსო წლის განმავლობაში.

2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება სააგენტოს წლიური დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის არაუმეტეს ერთი მეოთხედის მოცულობით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში დროებითი ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი სრული მოცულობით.

მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტალის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სააგენტოსთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №3).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ბრძანების დანართი №3-ით განსაზღვრული ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის “სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3282).

 

დანართი 3

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა

 

განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20–––წლის–– კვარტალის მდგომარეობით

 

 

დასახელება

საანგარიშო

კვარტალი

წლის დასაწყისიდან

1

2

3

4

1

 

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/–)

 

 

2

 

ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

 

სააგენტოს შემოსავალი ამონაგები თანხიდან

 

 

 

4

 

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

 

5

 

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

 

6

 

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4-5) (თანხა ლარებში)

 

 

7

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (7+1–6) (თანხა ლარებში)“

 

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 8 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი