საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №133 2012 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გემის მიმართ, ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სამკერვალო წარმოებისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

Comments