საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №128 2013 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. 63-ე მუხლის  მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 64-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გამოყენებაზე უარი და სტატუსის გაუქმება“

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 -მე-6 პუნქტები:

„4.  პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ სტატუსის მინიჭებიდან ნებიმიერი მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით მის მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია.

5. პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ განუხორციელებია საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისათვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტი.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს სტატუსი უუქმდება სტატუსის გაუქმების საფუძვლის დადგომის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან."

3. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

 „4. პირებს, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სტატუსი მინიჭებული აქვთ 2013 წლის 1 ივნისამდე და სტატუსის მინიჭებიდან გასულია 12 კალენდარული თვე, სტატუსი უუქმდებათ იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 1 ივნისამდე წინა 12 უწვეტი კალენდარული თვის განმავლობაში მათ მიერ დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში, პირს სტატუსი უუქმდება 2013 წლის 1 ივნისიდან.

5. პირებს, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე სტატუსი მინიჭებული აქვთ 2013 წლის 1 ივნისამდე და სტატუსის მინიჭებიდან გასულია 12 კალენდარული თვე, სტატუსი უუქმდებათ იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭებიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ განუხორციელებიათ საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისათვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტი. ამ შემთხვევაში, პირს სტატუსი უუქმდება 2013 წლის 1 ივნისიდან.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური