საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №128 2012 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.23-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს უფლება აქვს შეავსოს დეკლარაცია, თუ:

ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;

ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.

3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს შეავსოს დეკლარაცია, თუ:

ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარანტია შეიძლება იყოს:

ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;

ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:

ბ.ა) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები;

ბ.ბ) ორი ან მეტი საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე.“;

ე) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის;

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ)„ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელების ას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს მისი წარდგენიდან 6 თვეზე ნაკლები.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას, ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.“.

4. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

ა)„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის ან საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტით გატანისას სასაქონლო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 29-ე მუხლის:

ა) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

101.უ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად ან დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა დ ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. ასეთ შემთხვევებში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“;

ბ) 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:

102. თუ პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები არასწორად აისახა დეკლარაციაში, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.“.

6. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით, საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას. ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს 6 თვს.

12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება აღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას, ხოლო მისი შემოტანა და გამარტივებული დეკლარაციის წარდგენა განხორციელდა 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

7. 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციით ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით;

ბ) 74-ე მუხლის „” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე – ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობით;

გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების პორტალის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.“.

8. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 74. დროებითი შემოტანის დეკლარირება

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) სასაქონლო დეკლარაციით;

ბ) გამარტივებული დეკლარაციით;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით;

) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:

.ა) ფიზიკური პირის დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის პორტალში დეკლარირებისას;

.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.“.

9. 77-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

1) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილია საქართველოს მოქალაქის მიერ და წარდგენილია გარანტია;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

Comments