საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №124 2013 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:



მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011წ.) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) შემოსავლებზე ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან/და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთშეთანხმების პროცედურების ფარგლებში, აწარმოებს კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს, აფორმებს შეთანხმებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსათან; საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას და თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, ასევე ასრულებს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური