საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №122 2012 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის: 1. №II-06 დანართით დამტკიცებული „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის’’: ა) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დეკლარაციის დანართი „ა“ – „საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; გ) დეკლარაციის დანართი „ბ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „გ“ – „დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას“ თანდართული რედაქციით. 2. 38-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი;“; ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) 25-ე უჯრაში – 22-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“; ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) 31-ე უჯრაში –28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას;“; ა.დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) 36-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა;“; ა.ე) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“-„ძ“ ქვეპუნქტები: „ჩ) 42-ე უჯრაში - ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის; ც) 43-ე უჯრაში - საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა; ძ) 44-ე უჯრაში - პირთა რაოდენობა რომელზეც გაცემულია 43-ე უჯრაში ასახული თანხა.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დეკლარაციის დანართი „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) მე-3 სვეტში აისახება შემოსავლის მიმღებ პირთა (გარდა რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისა) დასახელება; ბ) მე-4 სვეტში აისახება ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი, ამასთან ხელფასის არაფულადი ფორმით ანაზღაურებისას ანაზღაურების გაცემის თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო რიცხვი; გ) მე-5 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთ-მოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა); დ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა); ე) მე-7 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა); ვ) მე-8 სვეტში აისახება წყაროსთად დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი; ზ) მე-9 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 26-ე და 34-ე უჯრებში ასახული თანხების ჯამს.’’; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. დეკლარაციის დანართი „გ“–ში აისახება გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების ფაქტობრივად დადგენით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, ფიზიკურ პირ(ებ)ზე თანხის დაბრუნების თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით.“. მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან. დ. გვინდაძე ნაწილი III
დეკლარაციის დანართი „ა“ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები
დეკლარაციის დანართი „გ“ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას
|