საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №105 2013 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო  დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.“.

2. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოსათვის:

ე.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

ე.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:

ე.ბ.ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №3;

ე.ბ.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);

ე.ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.გ) თელავის განყოფილებისათვის:

ე.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;

ე.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.დ) ახალციხის განყოფილებისათვის:

ე.დ.ა) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;

ე.დ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.ე) ქუთაისის განყოფილებისათვის:

ე.ე.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;

ე.ე.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:

ე.ვ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;

ე.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).“.

ბ) მე-6 პუნქტის:
ბ.ა)  „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება);“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის განყოფილება)“;

ბ.გ)  „თ-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს რუსთავის განყოფილება);

ი) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (საბაჟო დეპარტამენტის გაფორმებისს სამმართველოს თელავის განყოფილება);

კ) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ახალციხის განყოფილება);

ლ) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №3 (საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება).“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

3. 37-ე მუხლის: 
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე;“;

ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.“.

4. დანართი №VII–02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
5. 45-ე მუხლის: 
ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“.

ბ) მე-2 პუნქტის : 
ბ.ა) „ა.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების  სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.“.

6. 47-ე მუხლის მე-10 პუნქტის: 
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შემოსავლების სამსახურის/საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულმა პირებმა.“.

7. 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.“.

8. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;“.

მუხლი 2.  

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის  25 აპრილიდან.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



„დანართი №VII–02
საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის

წარდგენილი დოკუმენტების შესახებ

განაცხადი


 

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენტის №

ფურცლების

რაოდენობა

შენიშვნა

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

 

 

 

ხელშეკრულება

 

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)

 

 

 

სატრანსპორტო ზედნადები (CMR)

 

 

 

სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი

 

 

 

კონოსამენტი

 

 

 

მანიფესტი

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

 

 

TIR-წიგნაკის ფურცელი

 

 

 

წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

საბანკო გარანტია

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

 

 

წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

ექსპერტიზის დასკვნა

 

 

 

სხვა დოკუმენტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფურცლების რაოდენობა სულ –

 

1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------

2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------

3. საბაჟო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო

20 წელი ----სთ.-----წთ.

4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ------------ “.