საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 209 2012 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 78-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილი მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ტარაზე ეკრობა ზევიდან (თავსახურზე) „Г” ან „П”-ს ფორმით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ ეკვროდეს გახსნის ადგილს. აქციზურ მარკაზე ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს მასზე დატანილი საიდენტიფიკაციო აღმნიშვნელები. ამასთან, შერჩეული პირის მიერ გაცემული აქციზური მარკა დატანილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მარკაზე აღნიშნული გერბი მთლიანად განთავსდეს ტარის ზევიდან (თავსახურზე). “.

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ლუდს, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება თავსახურზე, ხოლო არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.“.

2. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 80. შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემა

1. აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებული წესით.

2. აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება:

ა) მეწარმე სუბიექტზე – აქციზური მარკების შეძენის შესახებ მათი განაცხადის საფუძველზე;

ბ) ფიზიკურ პირზე – საფოსტო გზავნილით შემოტანილი აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის ზონაში მარკირებისათვის - პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.

3. მეწარმე სუბიექტის განაცხადი ელექტრონული ფორმით აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ ამ მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

4. ფიზიკური პირისათვის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო შესაბამისი ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ახდენს საქონლის კონტროლის ზონაში მარკირებასა და ფიზიკურ პირზე გადაცემას, ან ახდენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით აღნიშნული საქონლის რეალიზაციას ან განადგურებას.

5. აქციზური მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება:

ა) გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) აქციზური საქონლის დანიშნულება;

გ) საქონლის დასახელება;

დ) გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა და ზომის ერთეული.

6. განაცხადს აქციზური მარკის შეძენაზე უნდა ერთოდეს სპეციფიკაცია მოთხოვნილი აქციზური მარკების თაობაზე №IV-03 დანართის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების ასლი. გადამხდელის წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში, განაცხადს ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. მეწარმე სუბიექტი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ აქტს აქციზური მარკების მიღება- ჩაბარების შესახებ (დანართი №IV-04).

8. თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შემთხვევაში, განაცხადს ასევე, უნდა ერთოდეს:

ა) თამბაქოს ნაწარმის ნასყიდობის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი და მისი მწარმოებელი ერთი და იგივე პირია. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის სრული იურიდიული მისამართი, სადაც იგზავნება აქციზური მარკები;

ბ) ხელშეკრულება საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან.

9. შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში, უზრუნველყოფს აქციზური მარკების თამბაქოს მწარმოებელთან შეუფერხებლად გაგზავნის ორგანიზებას შეფუთული სახით, მათი რაოდენობის, სერიებისა და ნომრების ჩვენებით.

10. თამბაქოს მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების შენახვის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით.

11. საქართველოს ფარგლებს გარეთ თამბაქოს მწარმოებლისათვის გადასაგზავნად აქციზური მარკების გადაცემა საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისათვის ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე №IV-05 დანართის შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებული უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისა და მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერებითა და შესაბამისი ბეჭდებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12. საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმოებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების აქტი ივსება 3 ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა შემოსავლების სამსახურს, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციას და მეწარმე სუბიექტს.“.

3. დანართი №IV-03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი № IV-03


სპეციფიკაცია აქციზური მარკების მოთხოვნაზე

 

სეს ესნ-ის კოდი

საქონლის დასახელება

გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა

აქციზური მარკების რაოდენობა

აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. მე-80 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 801 და 802უხლები:

     „მუხლი 801. შერჩეული პირის მიერ აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების გაცემა

1. აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების (შემდგომში - მატერიალური ფორმის მარკა) წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე.

2. საპროგონოზო ინფორმაციის წარდგენა ელექტრონულად უნდა განხორციელდეს ყოველ კვარტალურად იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა. ამასთან, საპროგნოზო ინფორმაცია წარედგინება როგორც კვარტლის სამივე თვეზე ცალ-ცალკე, ასევე მიმდინარე წლის მთლიანი ნუსხა. ყოველთვიური საპროგნოზო შეკვეთისას აუცილებელია ასევე მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსათხოვი მატერიალური ფორმის მარკების ნუსხის დადასტურება ან კორექტირება. გარდა ამისა, ივლისის თვის ინფორმაციის მიწოდებისას მეწარმე სუბიექტი აზუსტებს მიმდინარე წლის საპროგნოზო შეკვეთას.

3. შერჩეულ პირს ელექტრონული ფორმით განაცხადი მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარედგინება აქციზური მარკების მიღების სასურველ თარიღამდე არანაკლებ 9 სამუშაო დღით ადრე.

4. მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება:

ა) გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) აქციზური ან არაქციზური საქონლის დანიშნულება (წარმოშობა, სახეობა);

გ) საქონლის დასახელება;

დ) გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა და ზომის ერთეული;

ე) გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების რაოდენობა სახეობების მიხედვით.

5. განმცხადებლის მიერ გაგზავნილი განაცხადი 2 სამუშაო დღის განმავლობაში დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ. დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების თარიღის თაობაზე და ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით. ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 4 კალენდარულ დღეში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ შერჩეული პირი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი და უარი თქვას მატერიალური ფორმის მარკების გაცემაზე.

6. მატერიალური ფორმის მარკები გაიცემა შეფუთული სახით ინვოისში მითითებული გადასახდელი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

7. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის დადასტურებული შეკვეთა მატერიალური ფორმის მარკების სახეობების მიხედვით ემთხვევა გადამხდელის მიერ გაკეთებულ საპროგნოზო რაოდენობას, შერჩეული პირი მატერიალური ფორმის მარკების გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის დადასტურებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარულ დღეში.

8. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის დადასტურებული შეკვეთა მატერიალური ფორმის მარკების სახეობების მიხედვით 25%-დან 100%-მდე აჭარბებს გადამხდელის მიერ ბოლო პროგნოზირებული თვისთვის მითითებულ რაოდენობას, შერჩეული პირი მატერიალური ფორმის მარკების გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის დადასტურებიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

9. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის დადასტურებული შეკვეთა მატერიალური ფორმის მარკების სახეობების მიხედვით 100%-დან 400%-მდე აჭარბებს გადამხდელის მიერ ბოლო პროგნოზირებული თვისთვის მითითებულ რაოდენობას, შერჩეული პირი მატერიალური ფორმის მარკების გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის დადასტურებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

10. მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია, წლის განმავლობაში გაიტანოს ივლისის თვეში წარდგენილი საპროგნოზო მოთხოვნის არანაკლებ 70%. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შერჩეულ პირს უფლება აქვს მწარმოებლისგან/იმპორტიორისგან მოითხოვოს შესაბამისი (70%-მდე დარჩენილი) რაოდენობის ნომინალური ღირებულების გადახდა.

11. წუნდებული მატერიალური ფორმის მარკების აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელი მიმართავს შერჩეულ პირს აქციზური მარკების შეცვლის თაობაზე. შერჩეული პირი განცხადებას განიხილავს შემოსავლების სამსახურის დასტურის მიღების შემდეგ. წუნდებული საქონლის დადასტურების შემთხვევაში შერჩეული პირი ახდენს მარკების შეცვლასა და აღრიცხვას.

802. შერჩეული პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელება და მომსახურების გაწევა

1. აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას არამატერიალური ფორმის მარკების (შემდგომში - მატერიალური ფორმის მარკა) წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე.

2. საპროგონოზო ინფორმაციის წარდგენა ელექტრონულად უნდა განხორციელდეს ყოველ- კვარტალურად იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა. ამასთან, საპროგნოზო ინფორმაცია წარედგინება როგორც კვარტლის სამივე თვეზე ცალ-ცალკე, ასევე მიმდინარე წლის მთლიანი ნუსხა. ყოველთვიური საპროგნოზო შეკვეთისას აუცილებელია ასევე მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსათხოვი არამატერიალური ფორმის მარკების ნუსხის დადასტურება ან კორექტირება. გარდა ამისა, ივლისის თვის ინფორმაციის მიწოდებისას მეწარმე სუბიექტი აზუსტებს მიმდინარე წლის საპროგნოზო შეკვეთას.

3. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელების მიზნით, შერჩეულ პირს ელექტრონული ფორმით განაცხადი წარედგინება მომსახურების მიღების სასურველ თარიღამდე არანაკლებ 9 სამუშაო დღით ადრე.

 4. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელებლად მომსახურების მიღების შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება:

ა) გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) აქციზური ან არააქციზური საქონლის დანიშნულება (წარმოშობა, სახეობა);

გ) საქონლის დასახელება;

დ) გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა და ზომის ერთეული;

ე) არამატერიალური ფორმის მარკების რაოდენობა სახეობების მიხედვით.

5. განმცხადებლის მიერ გაგზავნილი განაცხადი 2 სამუშაო დღის განმავლობაში დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ. დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას არამატერიალური ფორმის მარკების მიწოდების თარიღის თაობაზე და ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით. ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 4 კალენდარულ დღეში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ, შერჩეული პირი უფლებამოსილია, გააუქმოს განაცხადი და უარი თქვას არამატერიალური ფორმის მარკების გაცემაზე.“.

5. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 81. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული აქციზური მარკების დაბრუნება

1. იმპორტირებულისა და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) წერილობით განცხადებას მარკების დაბრუნების მიზეზებისა და გამოუყენებელი აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით;

ბ) შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილ აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტის ორიგინალს.

2. უკან დაბრუნებული აქციზური მარკების მდგომარეობის გამომხატველი გარეგნული ნიშნები სრულად უნდა შეესაბამებოდეს მარკების გაცემისას არსებულ ნიშნებს.

3. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დაბრუნების აქტის (დანართი: №IV-06) საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება.

4. დაზიანებული აქციზური მარკები უკან არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. უკან დაბრუნებული, გამოუყენებელი აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი ნომინალური ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. იმ შემთხვევაში, როცა აქციზური მარკით ნიშანდებული სიგარა და სიგარილა საჭიროებს განსხვავებულ დაფასოებას (გადაფასოებას), შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისი ნომინალური ღირებულების გადახდისა და ნიშანდებული საქონლიდან ძველი (დაზიანებული) აქციზური მარკების შემოსავლების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტში დაბრუნების შემდეგ, გასცეს აქციზური მარკები საქონლის ხელახლა დაფასოებისათვის.

7. უკან დაბრუნებული აქციზური მარკები ექვემდებარება უტილიზაციას.“.

6. 81-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 811 და 812 მუხლები:

     „მუხლი 811. შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური მარკის დაბრუნება

1. იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული განაცხადით მიმართავს შერჩეულ პირს. გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის დასტურის საფუძველზე.

2. გამოუყენებული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნების შემთხვევაში, უკან დაბრუნებული აქციზური მარკების შეფუთვების ფორმები უნდა შეესაბამებოდეს მის გაცემისას არსებულ ფორმებს.

3. დაბრუნებული მატერიალური ფორმის აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. დაზიანებული მატერიალური ფორმის აქციზური მარკები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. უტილიზაციის განხორციელების მიზნით, შერჩეული პირი ახდენს უკან დაბრუნებული აქციზური მარკების აღრიცხვასა და შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემას.“.

    მუხლი 812. შერჩეული პირის მიერ აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელებისას მეწარმე სუბიექტებისა და შერჩეული პირის უფლება-მოვალეობები

1. არამატერიალური ფორმით სავალდებულო ნიშანდება/მარკირება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ საწარმოო ხაზზე დამონტაჟებული დანადგარების საშუალებით.

2. არამატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორცილებისას მწარმოებლი უფლება-მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოს საწარმოო ხაზის გამართული მუშაობა და შესაბამისი პირობების დაცვა მარკირების პროცესის შეუფერხებელი განხორციელებისთვის;

ბ) 60 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს პროდუქციის ფორმებში/დიზაინში შესატანი ცვლილებების შესახებ (ახალი ბრენდის ან ახალი შეფუთვის დამატება), რომლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს წინასწარ წარედგინება ახალი პროდუქტის პარამეტრები და ფორმის/დიზაინის (მათ შორის, თავსახური) არანაკლებ 5 ნიმუში;

გ) 15 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შერჩეულ პირს ხაზების აღდგენის, განახლების ან რეკონსტუქციის შესახებ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხაზის შეჩერების საჭიროება გრძელდება 5 სამუშაო ან მეტი დღის განმავლობაში;

დ) არანაკლებ 3 თვით ადრე აცნობოს შერჩეულ პირს ახალი წარმოების დაწყების, ხაზების დამონტაჟების შესახებ, რომელიც მოახდენს ცვლილებას წარმოების მოცულობაში;

ე) უზრუნველყოს წუნდებული (არასწორად ნიშანდებული/მარკირებული) პროდუქციის საწარმოო ხაზიდან ამოღება;

ვ) არ მოახდინოს მარკირებული ნაწილის დაფარვა სხვა მასალით, რომელიც ხელს შეუშლის განხორციელებული ნიშანდების/მარკირების იდენტიფიცირებას;

ზ) უზრუნველყოს მხოლოდ სწორად ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა;

თ) შეასრულოს შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინსტრუქციები ნიშანდებისთვის/მარკირებისათვის საჭირო პროცესის მომსახურების თაობაზე და ინსტრუქციების მიღებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს საწარმოო ხაზზე საჭირო კორექტირების შეტანა;

ი) უზრუნველყოს მარკირებისათვის შერჩეული პირის მიერ განსაზღვრული მომსახურე პერსონალის საწარმოში დაშვება, საჭირო დანადგარების მომსახურებისათვის;

კ) უზრუნველყოს დამონტაჟებული დანადგარების დაცვა და უსაფრთხოება;

ლ) შერჩეული პირისგან მოითხოვოს შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორციელება, საწარმოო ხაზების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, საჭიროების შემთხვევაში, დამონტაჟებული დანადგარების/მოწყობილობების ტექმომსახურება;

 3. არამატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორცილებისას, შერჩეული პირის უფლება-მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოს ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად საჭირო დანადგარების მონტაჟი საწარმოო ხაზებზე შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად;

ბ) მოამზადოს და მწარმოებლებს მიაწოდოს ყოველი საწარმოო ხაზის ტექმომსახურებისთვის შესაბამისი ინსტუქციები შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად;

გ) განახორციელოს საწარმოო ხაზზე მის მიერ დამონტაჟებული დანადგარების/მოწყობილობების ტექმომსახურებ და მეწარმე სუბიექტის ყველა მიმართვაზე შესაბამისი რეაგირება შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად;

დ) უზრუნველყოს მარკირების დანადგარის ექსპლუატაციის/პირველადი მოხმარების განსახორციელებლად საწარმოს პერსონალის ტრენინგი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს წარმოების პროცესში პროდუქციის მარკირებისას აღმოჩენილი წუნის დაფიქსირება/აღრიცხვა;

ვ) საწარმოო ხაზებზე ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დაფიქსიროს ყველა შემთხვევდა 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ანგარიში შემოსავლების სამსახურს.

4. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკებიპროდუქციის ნიშანდებას უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტი.

5. მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან, აქციზური მარკების მიღების შემდეგ წარმოადგინონ ელექტრონული ანგარიში მათი მოძრაობის შესახებ.“.

7. 82-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. დანართი №IV-07 ამოღებულ იქნეს.

9. 83-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური ან არამატერიალური ფორმის აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას (ამოღებას), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა, ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

2. ჩამორთმეული საქონელი ექვემდებარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს განკარგულებაში გადაცემას.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის ჩამორთმევა წარმოებს საქონლის მფლობელსა და დამსწრეთა მონაწილეობით. საქონლის მფლობელისა და დამსწრეთა არყოფნის შემთხვევაშიც საქონელი ექვემდებარება ამოღებას, რაზედაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. ჩამორთმეული არანიშანდებული საქონელი აღიწერება ოქმში, რომელშიც აისახება შემდეგი:

ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები;

გ) საქონლის დასახელება, მოცულობისა და რაოდენობის ჩვენებით და განსაკუთრებული ნიშნების მითითებით;

დ) მოპოვებული ინფორმაცია, თუ ვისგან, როდის და რა სახის საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზეა შეძენილი საქონელი;

ე) ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება (მათი არსებობის შემთხვევაში);

ვ) ოქმი წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს ხელმოსაწერად.“;

გ) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქონლის ჩამორთმევის (ამოღების) დროს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოიღებს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც არანიშანდებულია ან ნიშანდებულია დადგენილი წესის მოთხოვნათა დარღვევით.

11. კანონმებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული საქონლის ჩამორთმევის შემთხვევაში ხდება შემოსავლების სამსახურიდან ან შერჩეული პირისგან აქციზური მარკების გამტანი პირის იდენტიფიცირება შემდგომი რეაგირებისათვის.

12. ჩამორთმეულ საქონელს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დროებით შესანახად აბარებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულ საქონელს აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ საწყობებში ჩამორთმევის განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. საქონლის გადაცემის ორივე ეტაპზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი;

ბ) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) ჩამორთმევის პროცედურაში მონაწილეთა (როგორც პროცედურის განმახორციელებელ პირთა, ისე მათი, ვის მიმართაც იგი განხორციელდა) სრული რეკვიზიტები;

დ) ჩამორთმევის პროცედურის დრო;

ე) ჩამორთმეული საქონლის დასახელება და რაოდენობა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი           . პეტრიაშვილი

Comments