საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ზოგიერთ ორგანულ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკისა და მონიტორინგის სამსახურის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.“.

მუხლი 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 323 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის , შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;“.

2. 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.“.

მუხლი 3. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) გენერალური აუდიტორ ისა;“.

2. 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება.“.

3. 57-ე მუხლის მე-3−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).

4. იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გაწევრებული არიან საარჩევნო ბლოკში, თავიანთი საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშების წარდგენასთან ერთად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

5. ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარადგენენ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი ფინანსების შესახებ.

6. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.

7. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .“.

4. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .“.

5. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;“.

6. 136-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებ ;“.

მუხლი 4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხი;“.

2. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნების მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“.

მუხლი 5. „იმპიჩმენტის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ( პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის წევრი, გენერალური აუდიტორი ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.“.

მუხლი 6. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 24.01.2004, მუხ. 1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე;“.

მუხლი 7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის/საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას/საარჩევნო სუბიექტს.“.

2. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, და შემომწირველის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდის მეშვეობით.“.

3. 261 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საკუთარი ინიციატივით ან ამ მუხლითვე დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისათვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“.

4. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად.“.

5. 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. თუ შემოწირულების მიღებით, ასევე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის მომენტიდან.“.

6. 30-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

7. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს დეკლარაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.

8. 321 და 322 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 321

არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ ყველა პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით.

 

მუხლი 322

ამ კანონით გათვალისწინებული პარტიების ფინანსურ მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.

9. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

10. 34-ე და 341 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34

თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

მუხლი 341

1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა;

ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;

გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;

დ) ჩაატაროს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი;

ე) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით;

ზ) საჭიროების შემთხვევაში პირებისაგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პარტიებისთვის და ამ კანონის 26 1 მუხლით განსაზღვრული პირებისთვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ;

თ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე;

ი) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;

კ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს;

ლ) პირისაგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 26 1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე;

მ) პირზე ამ კანონის 26 1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის მომდევნო დღის 18 საათამდე;

ნ) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მეთოდოლოგია;

ო) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

11. 342 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლოა დააბრკოლოს სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, პარტიის ან/და პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.“.

მუხლი 8. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6551- I

Comments