მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და მათთვის სანქციების დაკისრების გზით. 
2. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნით და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენისა და მათთვის სანქციების დაკისრების გზით. 
3. ეროვნული ბანკის მიერ  რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესი, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
Comments