მუხლი 35. ემისია

1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ემისიის უფლება. 
2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, ზომას, წონას, რაოდენობას, გაფორმებას, მასალასა და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.
3. ლარის არსებული ნომინალის ბანკნოტისა და მონეტის დიზაინის, მასალის ან/და მასზე დატანილი წლის ცვლილების, ან ლარის ახალი ნომინალის შემოღების შემთხვევაში მათი მიმოქცევაში გაშვება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.
5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოახდინოს საკოლექციოდ და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობების რეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
6. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობების დამზადებისა და რეალიზაციის წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.
7. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი მიღება-გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.
Comments