მუხლი 34. ფულის ერთეული

1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“.
2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა.
3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც მიმოქცევიდან არ არის ამოღებული, წარმოადგენს ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულებას ნომინალური ღირებულებით.
Comments