მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

1. ამ ორგანული კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა,  ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციულ ბანკზე გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე ნაკლები და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ორგანული კანონის 31-ე მუხლში მითითებული აქტივებით. 
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობას, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა.
4. ეროვნული ბანკის საბჭო ამ ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესებსა და პირობებს.
Comments