მუხლი 31. ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

1. ეროვნულ ბანკს თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად შეუძლია გასცეს კრედიტი კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში, ერთ-ერთი შემდეგი აუცილებელი უზრუნველყოფით:
ა) ამ ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო სარეზერვო ინსტრუმენტები;
ბ)  ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის ან მისი სახელით გამოშვებული ან საქართველოს მთავრობის მიერ გარანტირებული ფასიანი ქაღალდები; 
გ) დეპოზიტები ეროვნულ ბანკში ან სხვა დეპოზიტართან, რომლებიც მისაღებია ეროვნული ბანკისათვის, ნებისმიერი სახსრებით, მათ შორის, ოქროთი ან სხვა ძვირფასი ლითონებით, რომელთა გაყიდვის, შეძენისა და სხვა მათთან დაკავშირებული ოპერაციების შეუზღუდავად განხორციელების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს ამ ორგანული კანონის შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
Comments