მუხლი 22. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი

1. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი იქმნება წლის წმინდა მოგებიდან, ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლში მოცემული განაწილების შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის დასაფარავად.  
3. საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე  ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ. (1.12.2009 N 2186)
Comments