მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით.  იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადითაც. 
2. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რის შესახებაც ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 
3. შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის  შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;
ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარდგენის მიზნით შეადგინოს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;
გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.
Comments