საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი;“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას; “.
 3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
     „ მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშები ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეთა ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად .“.
4 . 48 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი კომპანიების, არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 48 2  მუხლი:
     „მუხლი 482 . საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
1. ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დადგენის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.
2. ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესი, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ეროვნული ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხს.
4. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი სისტემისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათი შემოწმების, მათთვის დამატებითი მოთხოვნების დადგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის და შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.“.
  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
 
საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6305- Iს
Comments