მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;
ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი.
გ)  განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია.
გ1 ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;
დ) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ