მუხლი 47.-6. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
2. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ სააგენტო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ