მუხლი 47.-2. სააგენტოს თანამშრომლობა უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან

1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს სააგენტოსა და უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლას იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცავს ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ